უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეთანხმების შესაბამისად, რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს
გაცვლის შესახებ მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადეს.
ზელენსკი არ აკონკრეტებს, რამდენი ტყვე გაცვალეს ამჯერად, თუმცა წერს, რომ ყველა ეტაპზე „ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი 1000-ზე მეტი ადამიანის დაბრუნება“.