რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა და გაგრძელება არ იგეგმება, - ამის შესახებ რუსეთის სამთავრობო სააგენტო „ტასს“ წყარომ განუცხადა.
„რაუნდი დასრულდა, გაგრძელება აღარ იქნება“, - განუცხადა სააგენტოს წყარომ.
მოლაპარკებები 40 წუთს გაგრძელდა.
რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 16 მაისს სტამბოლში გაიმართა და დასრულდა „1000 /1000-ზე“ ფორმულით ტყვეთა გაცვლის შესახებ შეთანხმებით და კრიზისის დაძლევის ასპექტებთან დაკავშირებით მხარეების მიერ მემორანდუმების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებით.