ევროკომისია ძალიან შეშფოთებულია უკეაინაში კანონის მიღებით, რომელიც ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს და სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურას დამოუკიდებლობას უზღუდავს და უმაღლეს დონეზე კიევისგან ახსნა-განმარტებს მოითხოვა. უნფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც ევროკომისიის წარმომადგენელმა გიომ მერსიემ განაცხადა, ევროკომისია უკიდურესად შეშფოთებულია კანონპროექტის მიღებით, რომელიც მნიშვნელოვნად ასუსტებს უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტების უფლებამოსილებებს.
„ორივე ინსტიტუტი, ეროვნული ანტიკორუფციულ ბიუროც და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურაც ფართოდ მიიჩნევა უკრაინაში კანონის უზენაესობის ქვაკუთხედად.
ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უკრაინის რეფორმების დღის წესრიგში და დამოუკიდებლები უნდა იყვნენ კორუფციასთან საბრძოლველად და საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად“, - ხაზგასმით აღნიშნა მერსიემ.
მან აღნიშნა, რომ ამ მოვლენების შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაუკავშირდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, გამოთქვა სერიოზული შეშფოთება და კიევს ახსნა-განმარტება სთხოვა.
„კანონის უზენაესობის პატივისცემა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირის ძირითადი პრინციპებია. უკრაინას, როგორც კანდიდატ ქვეყანას, მოეთხოვება ევროკავშირის სტანდარტების სრულად დაცვა, კომპრომისზე წასვლა შეუძლებელია“, - აღნიშნა მერსიემ.