გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ კიევმა კორუფციის წინააღმდეგ თანმიმდევრული ბრძოლა უნდა აჩვენოს და რომ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზირებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობის შეზღუდვა უკრაინის ევროპული ინტეგრაციის გზას ართულებს.
ვადეფულმა აღნიშნა, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობისას სათანადოდ უნდა ებრძოლოს კორუფციას.
„უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის შეზღუდვა ართულებს უკრაინის გზას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. მოველი, რომ უკრაინა თანმიმდევრულად გააგრძელებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას ზღუდავს.