[ჯო უილსონს] რუკა რომ მიუტანო, დარწმუნებული ვარ, ვერც გეტყვის საქართველო სად არის, შეიძლება ჯორჯიის შტატი ჰგონია, - ამის შესახებ „ქართულ ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შემდეგ კითხვას უპასუხა: „როგორ შეაფასებს იმას, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ლობისტური კომპანია „ნელსონ მალინსი“ დაიქირავა, შემოწირულობებს კი კონგრესმენი ჯო უილსონიც იღებდა“.
„არასწორ განცხადებებს ვისმენდით საქართველოსთან დაკავშირებით. ვსაუბრობდით, რომ ფული აქვს აღებული ამ ადამიანს, რომ დააყენო და მიუტანო რუკა, აჩვენო საქართველო სად არის, დარწმუნებული ვარ, ვერც გეტყვის სად არის საქართველო. შეიძლება ჯორჯიის შტატი გონია. ფული აქვს აღებული, რასაც დაუწერენ იმას აჟღერებს და იმეორებს“, - აღნიშნა კალაძემ.