მოლდოვის პოლიციის თანახმად, მოლდოველი პრორუსი ოლიგარქი, ყოფილი ჩრდილოვანი მმართველი ვლადიმირ პლაჰოტნიუკი დააკავეს.
პოლიციის ცნობით, ინტერპოლისგან ათენში მიიღეს ინფორმაცია მოლდოვის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ, მათგან ერთ-ერთი არის ვლადიმირ პლახოტნიუკი. მეორე დაკავებულის ვინაობას პოლიცია არ ასახელებს, თუმცა მოლდოვური მედიის ცნობით, პლახოტნიუკთან ერთად დაკავებულია მასთან დაახლოებული პირი, ყოფილი დეპუტატი კონსტანტინ ცუცუ.
ვლადიმირ პლოჰოტნიუკზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლმა 2025 წლის თებერვალში გამოაცხადა.
მოლდოვის სათავეში პროდასავლური გუნდის მოსვლამდე, ვლადიმირ პლოჰოტნიუკი აკონტროლებდა როგორც მთავრობას, ასევე საპარლამენტო უმრავლესობას. ამის შემდეგ, მან ქვეყანა დატოვა.
მოლდოვის უმდიდრესი მდიდარი ადამიანი - ვლადიმირ პლაჰოტნიუკი ჩართული იყო სახელმწიფოს მიტაცებაში, მოლდოვის მთავრობაზე კონტროლისა და მანიპულირების გზით, მათ შორის როგორც ძალოვან სტრუქტურებზე, ასევე საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემაზე.
ვლადიმირ პლაჰოტნიუკი სანქცირებულია როგორც ევროკავშირის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ.