რუსებმა სუმის საცხოვრებელ კვარტალს დაარტყეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთი ბავშვი, ექიმების დახმარება დასჭირდა კიდევ 12 ადამიანს. გარდა ამისა, დაზიანდა 5 მრავალსართულიანი შენობა, სავაჭრო ცენტრი და 18 ავტომობილი.
„სუმის საცხოვრებელ უბანზე ცინიკური რუსული თავდასხმის შედეგად დაზიანდა 5 მრავალსართულიანი შენობა, სავაჭრო ცენტრი და 18 ავტომობილი.
ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული სახლის ორი მცხოვრები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
60 წლის ქალი და 38 წლის კაცი გამოკვლევებს გადიან და სამედიცინო დახმარებას იღებენ“, - განაცხადა სიმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ გრიგოროვმა.
გრიგოროვმა თქმით, მტრის დარტყმის შემდეგ, 12-მა მოქლაქემ შოკური მდომარეობის გამო დახმარებისთვის ექიმებს მიმართა.