უკრაინის პრემიერ-მინისტრი, იულია სვირიდენკო უკრაინის ქალაქებზე რუსეთის თავდასხმებს ეხმიანება
როგორც სვირიდენკო წერს, მხოლოდ გაბედულ რეაგირებას შეუძლია შემდეგი თავდასხმების შეჩერება.
„კიდევ ერთი ღამე რუსეთის სასტიკი თავდასხმებისა უკრაინის ქალაქებზე. სამაშველო სამუშაოების გაგრძელების პარალელურად, ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ.
ჩვენი დამცველები და მაშველები - ნამდვილი გმირები.
კიევი, ივანო-ფრანკოვსკი, ხარკოვი - სხვა ქალაქებთან ერთად - კვლავ გრძნობენ, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში რუსეთის ე.წ. „მშვიდობის სურვილი“.
რუსეთი მხოლოდ იმიტომ აგრძელებს მოქმედებას, რომ მას ჯერ კიდევ არ განუცდია რეალური შედეგები. ყოველ დაყოვნებას თავისი ფასი აქვს და მხოლოდ გაბედულ რეაგირებას შეუძლია შემდეგი თავდასხმების შეჩერება“, – წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი.
ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 450 დრონი და 24 რაკეტა გაუშვა. უკრაინის საჰაერო ძალებმა 200 დრონისა და ყველა რაკეტის განეიტრალება შეძლეს.