ავსტრალიის მთავრობამ შაბათს განაცხადა, რომ მან უკრაინას M1A1 Abrams-ის ტიპის ტანკები გადასცა 245 მილიონი ავსტრალიური დოლარის (160 მილიონი აშშ დოლარის) ოდენობის დახმარების პაკეტის ფარგლებში. ინფორმაცია Reuters ავრცელებს.
ავსტრალია, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი ნატო-ს არაწევრი პარტნიორია, ომის დაწყების შემდეგ დახმარებას - საბრძოლო მასალას და თავდაცვით აღჭურვილობას აწვდის
თავდაცვის მინისტრმ რიჩარდ მარლესის ცნობით, უკრაინამ ავსტრალიის მიერ მოწოდებული 49 ტანკის უმეტესობა უკვე მიიღო, დანარჩენი კი მომდევნო თვეებში მიეწოდება.
„M1A1 Abrams-ის ტანკები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ უკრაინის მიმდინარე ბრძოლაში რუსეთის უკანონო და ამორალური შეჭრის წინააღმდეგ,“ - განაცხადა მინისტრმა.
ავსტრალიის მთავრობის ინფორმაციით, ტანკები კანბერას მიერ კიევისთვის გამოყოფილი 1.5 მილიარდი დოლარის დახმარების ნაწილია.