დიახ, მივმართეთ [ცესკო-ს], რომ ეს ნომერი არ წაიღოს „ოცნებამ“, არ წაგვართვან, რადგან როდესაც მოვა დრო, რომ ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, ჩვენ უნდა გვქონდეს ნომერი „5“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „პარტიის სურვილია, შეინარჩუნონ ნომერი - 5, რომელიც ბოლო 22 წელია აქვთ და მათი პარტიული იდენტობის ნაწილია“.
„ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვამბობთ, რომ ამ რუსულ სპეცოპერაციაში შესვლას არ ვაპირებთ, საქართველოში არანაირი არჩევნები არ ტარდება, შესაბამისად, ჩვენ ამ პროცესს ხელს ვერ შევუწყობთ, ივანიშვილის წისქვილზე წყალს ვერ დავასხამთ, მაგრამ ჩვენი სურვილია შევინარჩუნოთ ჩვენი ნომერი - 5, რომელიც ბოლო 22 წელია გვაქვს და არის ჩვენი პარტიული იდენტობის ნაწილია. დიახ, მივმართეთ [ცესკო-ს], რომ ეს ნომერი არ წაიღოს „ოცნებამ“, არ წაგვართვან, რადგან როდესაც მოვა დრო, რომ ჩატარდეს თავისუფალი სამართლიანი არჩევნები, ჩვენ უნდა გვქონდეს 5 ნომერი. თუ ვინმეს აინტერესებს ფორმალურად ჩვენ შევალთ თუ არა ამ სპეცოპერაციაში, მაშინ დაელოდონ 4 აგვისტოს, როცა არჩევნებში დარეგისტრირების საბოლოო ვადაა და მაშინ დარწმუნდებიან, რომ ამ სპეცოპერაციაში არ შევდივართ. რაც შეეხება 5 ნომრის შენარჩუნებას, ამაზე სპეციალური პიარი არ წამოგვიწყია“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ცნობისთვის, „კოალიციამ ცვლილებისთვის“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო ნომრების შენარჩუნებისთვის ცესკო-ს გუშინ მიმართეს.