უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.
უკრაინის მთავრობის ახალ შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილისა და ინოვაციების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მოადგილის თანამდებობას მიხაილ ფიოდოროვი დაიკავებს.
რეკონსტრუქციის საკითხებში ვიცე-პრემიერი - ალექსი კულება;
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერი - ტარას კაჩკა;
უკრაინის იუსტიციის მინისტრი გერმან გალუშჩენკო, ხოლო ეკონომიკის, ეკოლოგიისა და სოფლის მეურეობის მინისტრი ალექსეი სობოლევი გახდა;
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას იგორ კლიმენკო გააგრძელებს;
სოციალური პოლიტიკის, ოჯახისა და ერთიანობის მინისტრი - დენის ულიუტინი;
ენერგეტიკის მინისტრი - სვეტლანა გრინჩუკი;
მთავრობის ახალ შემადგენლობაში ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი მატვეი ბედნი, ვეტერანთა საქმეთა მინისტრი ნატალია კალმიკოვა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ოკსენ ლისოვოი და ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლიაშკო იქნება, ხოლო ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას სერგეი მარჩენკო გააგრძელებს.
ასევე, უკრაინელმა დეპუტატებმა 271 ხმით საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ანდრეი სიბიჰა ხელახლა დანიშნეს.
შეგახსენებთ, მანამდე უკრაინის უმაღლესმა რადამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იულია სვირიდენკო დაამტკიცა.