საქართველოში პირველად, იმდენივე ფული შემოვა, რაც ემბარგომდე იყო, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, კაჭრეთის პროფესიული ცენტრის რეაბილიტირებული შენობის გახსნისას განაცხადა.
"სამეგრელოში ბევრი ადგილია, სადაც შეიძლება მრავალი რამ გაკეთდეს, ვთქვათ ცხელ წყალზე სათბურების გაკეთება. მესტიაში არის უნიკალური ქერის არაყი, ვმუშაობთ, რომ აეწყოს საამქროები ამ ქერის არაყზე. მარტო სვანური მარილი რად ღირს. ღვინით წელს ჩვენ პირველად გავუტოლდებით რუსეთის ემბარგოზე არსებულ ფულის მასას. პირველად იმდენივე ფული შემოვა საქართველოში, რაც ემბარგომდე იყო. ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი და ვიხეიროთ იმით, რაც პრინციპში საყოველთაო მსოფლიო პრობლემაა", - განაცხადა სააკაშვილმა.