აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, სირიაში ყველა მხარე "კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმდა, რომლებიც ამ შემაშფოთებელ და შემაძრწუნებელ სიტუაციას ამ ღამით დაასრულებს".
ამის შესახებ რუბიო X-ზე წერს.
„გვქონდა კომუნიკაცია ყველა მხარესთან, რომელიც ჩართულია სირიაში შეტაკებებში. ჩვენ შევთანხმდით კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ამ შემაშფოთებელ და საშინელ სიტუაციას ამაღამ დაასრულებს. ეს მოითხოვს ყველა მხარისგან მათ მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას და ეს არის ის, რასაც ჩვენ სრულად ველოდებით მათგან“, – წერს რუბიო.