სირიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა აუცილებელია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა სოციალურ ქსელში წერს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან და მოახდინონ დეესკალაცია.
„ძალიან შეშფოთებული ვარ ისრაელის მიერ დამასკოზე დღეს განხორციელებული დარტყმებით. სირიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა აუცილებელია. მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან და მოახდინონ დეესკალაცია“, – წერს კოშტა.
დღეს ისრაელმა იერიში მიიტანა სირიის პრეზიდენტის სასახლესა და თავდაცვის სამინისტროს შენობაზე. სირიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დამასკოში ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.