"ფასები ბევრად აღარ გაიზრდება, თუმცა ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია", - განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა კაჭრეთში, პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტირებული შენობის გახსნისას გააკეთა.
"რეგიონის და მსოფლიო სიტუაცია მარტივი არ არის. ვიცით, რომ დამოკიდებულები ვართ მრავალ ფაქტორზე. იზრდება საწვავის ფასები, ახლოვდება მიწის დამუშავებისა და დიზელის ფასი გაზრდილია. უკვე გაზრდილი ფასები ბევრად აღარ გაიზრდება, თუმცა ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია", _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.
ამასთან, ამის მიუხედავად, ქვეყნის პირველი პირი აღნიშნავს, რომ საქართველო მსოფლიოში ყველაზე ჩქარა პროგრესირებადი ქვეყანაა.
"თუ ვნახავთ საქართველოს საერთო სურათს, რეიტინგებით ჩვენ ვართ მსოფლიოში პირველი რეფორმატორი, ყველაზე ჩქარა პროგრესირებადი ქვეყანა, ერთ- ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდის ქვეყანა", _ განმარტა სააკაშვილმა.