ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ შეტევებს. სირიის რეჟიმმა უნდა მისცეს დრუზებს თავისუფლება სუვეიდაში და გაიყვანოს თავისი ძალები რეგიონიდან, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
„სირიის რეჟიმმა უნდა დატოვოს დრუზები სუვეიდაში და გაიყვანოს თავისი ძალები. როგორც გარკვევით განვაცხადეთ და გავაფრთხილეთ, ისრაელი არ მიატოვებს დრუზებს სირიაში და განახორციელებს დემილიტარიზაციის პოლიტიკას“, - ნათქვამია კაცის განცხადებაში.
როგორც ისრაელის მედია წერს, რამდენიმედღიანი შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 248 ადამიანი დაიღუპა.
ისრაელმა ავიადარტყმები მას შემდეგ განხორციელდა, რაც სირიის სამთავრობო ძალები შევიდნენ ძირითადად დრუზებით დასახლებულ ქალაქში, სადაც ორი დღის განმავლობაში დრუზებსა და ბედუინურ ტომებს შორის სისხლიანი შეტაკებები მიმდინარეობდა.
ეს სირიის სამთავრობო ძალების სუვეიდაში განლაგების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც დეკემბერში პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დაამხეს. უმცირესობები, ბევრი მათ შორის დრუზები ცხოვრობენ, რომლებიც - ეჭვის თვალით უყურებენ დროებითი პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას მთავრობას. აქამდე სუვეიდას პროვინცია ძირითადად დრუზების გასამხედროებული დაჯგუფების კონტროლის ქვეშ რჩებოდა, რომლებიც უსაფრთხოების ძალებში გაწევრიანების მოწოდებებს ეწინააღმდეგებიან.