3 თებერვალს პარლამენტში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს ელოდებიან.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მინისტრი პარლამენტის წევრებს პატიმრობის კოდექსში შესატან ცვლილებს გააცნობს, რომელიც გრძელვადიანი პაემნების საკითხს ეხება.
პარლამენტში მინისტრის დაბარების ინიციატივით დღევანდელ ბიუროს სხდომაზე თავად საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი დავით ბაქრაძე გამოვიდა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს სთხოვა აღნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმაცია ხათუნა კალმახელიძისგან მიეღო.