დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხზეც იმსჯელეს.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დევიდ ლემს საქართველოს შესახებ კითხვები პარლამენტარმა ფილ ბრიკელმა დაუსვა.
"მინისტრო, თქვენ უკვე დიდი ხანია სათავეში უდგახართ კამპანიას, რომელის მიზანია ლონდონი აქციოს კორუფციასთან ბრძოლის მსოფლიო დედაქალაქად და ეს მცდელობა დიდ შექებას იმსახურებს. ამ კონტექსტში, მე მსურს, ძალიან მოკლედ გაგესაუბროთ საქართველოს შესახებ. საქართველოში "ქართული ოცნების" წამყვანი წევრები ანუ პრორუსი "ქართული ოცნების" წევრები, გარდა იმისა, რომ ცდილობენ სამოქალაქო საზოგადოების მოგუდვას და ახორციელებენ ქართველ ხალხზე ძალადობას, ამასთან ერთად, ისინი ასევე იყენებენ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ კომპანიებს თავიანთი სიმდიდრის გადასამალად ფინანსური გასაიდუმლოების გზით. ამ ფონზე ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებმა კვლავ ვერ მოახერხეს საჯარო ხელმისაწვდომი ბენეფიციარი მფლობელების რეესტრებისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო აქტი, რომელიც ამ პარლამენტში მივიღეთ 2018 წელს. ამის შემდეგ ვირჯინიის კუნძულებმა ვერ მოახერხეს კანონის შემოტანა ვერც 2020-ში და ვერც 2023-ში. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება, იქნას აღქმული ეს საქციელი?, - ჰკითხა ბრიკელმა ლემს.
დევიდ ლემმა ბრიკელს უთხრა, რომ ვირჯინიის კუნძულებზე ქონების გადამალვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა საკითხით აუცილებლად დაინტერესდება.
"ეს საშინელ სიგნალს გზავნის. ჩვენ ამ საკითხზე ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებთან ვაგრძელებთ დისკუსიას და სერიოზულად ვართ განწყობილნი. სწორედ ამიტომ, მომავალ წელს უკანონო ფინანსებთან დაკავშირებით კონფერენციას გავმართავ. სწორედ ამიტომ ვთხოვე ქალბატონ მარგარეტ ჰოჯს, მხარი დაგვიჭიროს ამ საკითხის გადაჭრისა და საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანების მცდელობებში. დეპარტამენტის მხრიდან კიდევ ბევრი რამ არის მოსალოდნელი. მე არ ვარ ინფორმირებული იმ საქმის დეტალების შესახებ, რომელსაც თქვენ საქართველოსა და იქ კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით აყენებთ, მაგრამ ყურადღებით განვიხილავ მას და ამ საკითხებს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებს წარვუდგენთ",- განაცხადა ლემმა.