Reuters-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 155 მმ-იანი ჭურვების და GMLRS-ის მაღალი სიზუსტის რაკეტების მიწოდება უკვე განაახლა.
გამოცემის ცნობით, აშშ-მა 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების და GMLRS-სი მაღალი სიზუსტის მართვადი რაკეტების მიწოდება განაახლა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კიევისთვის ზოგიერთი კრიტიკული იარაღის მიწოდება შეაჩერა.
„[აშშ-ის] ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, განაცხადეს, რომ უკრაინას ამჟამად 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები და GMLRS რაკეტები მიეწოდება,“ - წერს Reuters-ი.