ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა თავდაცვის სამინისტროს წინადადება უკრაინელი პილოტების F-16-ის ტიპის გამანადგურებლებისთვის მომზადების შესახებ.
ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმო LOM Praha 2026 წლის ბოლომდე მაქსიმუმ რვა უკრაინელ პილოტს 150-საათიან საფრენოსნო მომზადებას უზრუნველყოფს.
„პილოტები F-16 თვითმფრინავებზე გაივლიან წვრთნას, რომლებიც ჩეხეთის არმიას არ ჰყავს შეიარაღებაში, თუმცა უკრაინულმა მხარემ ასევე გამოთქვა ინტერესი სიმულატორებსა და L-39- ს თვითმფრინავებზე წვრთნის მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობის განცხადებით, ჩეხური მხარის მიერ წვრთნების ჩატარების ყველა ხარჯი - 32 მილიონი კრონი - დაიფარება ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს დამტკიცებული ბიუჯეტიდან.
„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობები, ცოდნა და გამოცდილება და ჩეხეთის რესპუბლიკის არმიასთან თანამშრომლობით, მზად ვართ შევთავაზოთ იქ, სადაც ისინი ნამდვილად საჭიროა“, - თქვა პრაღის LOM-ის დირექტორმა ირჟი პროტივამ.