ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა - შესაბამის ბრძანებას ხელი დღეს, 9 ივლისს მოეწერა. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად 2023 წლის მაისიდან მუშაობდა.
შეგახსენებთ, ალექსი ახვლედიანი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება 7 ივლისს საგარეჯოში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც, პროკურატურის ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ ახვლედიანის სახლში, ახვლედიანის კუთვნილი იარაღით თვითმკვლელობა სცადა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსი ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.