9 ივლისის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე აგრესიის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა, რა დროსაც გამოიყენა 741 საჰაერო თავდასხმის იარღი.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, მათგან 718 საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა. საჰაერო ძალებმა
დარტყმები დაფიქსირდა 4 ლოკაციაზე, ასევე 14 ლოკაციაზე ჩაცვივდა ჩამოგდებული ელემენტები.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, მტერმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 728 Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და სხვა ტიპის დრონები
ასევე „ისკანდერ -„ ტიპის 7 ფრთოსანი რაკეტა, და „კინჟალის“ ტიპის 6 აერობალისტიკური რაკეტა. შეტევის ძირითადი მიმართულება ვოლინის ოლქის ქალაქი ლუცკი იყო.