იესო ქრისტეს სახლი ანტიქრისტიანულ, დოგმატურ, ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ჯგუფს აქვს მიტაცებული და ის უნდა გათავისუფლდეს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ამ პერიოდში არსებული ყველა დავის მიუხედავად, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გამოვლინდა: კტრიჩ ნერსისიანს (სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ს საერო სახელი) ვაზგენ გალსტიანს, გევორგ აჯაფაჰიანს და ზოგიერთ სხვას იესო ქრისტესთან და მის სწავლებებთან არანაირი კავშირი ან საერთო არ გააჩნიათ.
იესო ქრისტეს სახლი ანტიქრისტიანულ, დოგმატურ, ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ ჯგუფს აქვს მიტაცებული და ის უნდა გათავისუფლდეს. ამ გათავისუფლებას მე ვუხელმძღვანელებ“, - წერს ფაშინიანი.