აშშ-ის ტეხასის შტატში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 82-მდე გაიზარდა.
ამის შესახებ კერის ოლქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, სადაც 4 ივლისს ძლიერი წვიმების გამო მდინარე გვადალუპე კალაპოტიდან გადaვიდა.
რეგიონში ძლიერი წვიმები პარასკევს დაიწყო, რამაც წყლის დონის 8 მეტრით სწრაფი მატება და ტერიტორიის ძლიერი დატბორვა გამოიწვია.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება, ათობით ადამიანი კი კვლავ დაკარგულად არის მიჩნეული.
შტატის გუბერნატორის, გრეგ აბოტის თქმით, 41 ადამიანის ბედი ამჟამად უცნობია და დაკარგულთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც კერის ოლქი სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, წყალდიდობის დროს დაზარალებულ ტერიტორიაზე დაახლოებით 50 ათასი ადამიანი იმყოფებოდა.
გუბერნატორმა აბოტმა განაცხადა, რომ კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად ყველა არსებული რესურსი მობილიზებულია.
ამავდროულად, რესპუბლიკელმა შტატის ოფიციალურმა პირებმა ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური (NWS) კატასტროფისთვის მოუმზადებლობაში დაადანაშაულეს.
მათი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ბიუჯეტის შემცირების მკაცრმა პოლიტიკამ სააგენტოს საშუალება არ მისცა, დროულად და ზუსტად გაეფრთხილებინა საზოგადოება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.