აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ არის დარწმუნებული, შეძლებს თუ არა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას.
ტრამპს Air Force One-ს ბორტზე ჟურნალსიტებმა ჰკითხეს, დარწმუნებულია, რომ შეძლებს საბრძოლო მოქმედებების დასრულებას?
„არ ვიცი. ვერ გეტყვით, მოხდება თუ არა ეს“, - თქვა ტრამპმა.
როდესაც აშშ-ის პრეზიდენტს დამატებით ჰკითხეს, იყო თუ არა ომის დასრულება პრიორიტეტი, ტრამპმა უპასუხა: „დიახ. მსურს, რომ ეს მოხდეს“.
როდესაც აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, იყო თუ არა ომის დასრულება პრიორიტეტი, ტრამპმა უპასუხა: „დიახ. მსურს, რომ ეს მოხდეს“.
საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა არაერთხელ დადო პირობა, რომ უკრაინაში ომს დასრულებდა გაპრეზიდენტებისთანავე.
მოგვიანებით, ჟურნალ Time -თან ინტერვიუში მან ეს დაპირება უარყო და მას გადაჭარბებული უწოდა. „ჩვენ ბევრ ქვეყანას დავეხმარეთ. უკრაინაში არსებული სიტუაცია ბაიდენის საქმეა. ეს ტრამპის საქმე არ არის. მე ვცდილობ, ეს დავასრულო“- განაცხადა ტრამპმა 4 ივლისს.
დონალდ ტრამპი ცდილობს რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობის გაწევას, თუმცა მოსკოვის მხრიდან დათმობებზე წასვლის სურვილის არქონის გამო მზარდი იმედგაცრუების ფონზე, განაცხადა, რომ თავის ძალისხმევას შეწყვეტს.
ამ კვირაში ტრამპმა ტელეფონით ისაუბრა როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ასევე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
მისივე სიტყვებით, 3 ივლისს რუსეთის ლიდერთან გამართულ საუბარში არანაირი პროგრესი არ ყოფილა. „მე ადრეც ვთქვი, რომ ძალიან უკმაყოფილო ვიყავი პრეზიდენტ პუტინთან საუბრით. მას სურს ბოლომდე წავიდეს, უბრალოდ განაგრძოს ადამიანების მკვლელობა - ეს კარგი არ არის“, - თქვა ტრამპმა.