6 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას დრონებით შეუტიეს. მტერი ზაპოროჟიესა და კიევის ოლქს დაესხა თავს.
როგორც ზაპოროჟიეს ოქლის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფიოდოროვმა განაცხადა, რუსებმა 6 ზაპოროჟიესა და ზაპოროჟიზე ოლქზე იერიში.„შაჰიდის“ ტიპის დრონებით მიიტანეს.
„დაზიანდა სამეურენო არსებული საწყობები და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. ნაწილობრივ დაინგრა კერძო საწარმოს შენობა „საგანგებო დახმარების სამსახურები ყველგან მუშაობენ. შედეგების აღმოფხვრა კვლავ მიმდინარეობს“, - აღნიშნა ფიოდოროვმა.
მისი ინფორმაციით,, თავდასხმის შედეგად 89 წლის ქალი დაშავდა.
ამავდროულად, კიევის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლა კალაშნიკმა აღნიშნა, რომ ვიშგოროდის რაიონში მტრის უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
გარდა ამისა, დაბომბვის შედეგად დაზიანდა ორი მრავალსართულიანი შენობა, განადგურდა ოთხი ავტოფარეხი და ერთი ავტომობილი, დაზიანდა კიდევ სამი ავტომობილი.