ტეხასის შტატის ქალაქ კერის ოლქში ძლიერი წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 43 ადამიანი დაიღუპა, 27 ბავშვი კი დაკარგულად არის მიჩნეული. ინფორმაციას CNN კერის ოლქის შერიფის, ლარი ლეიტსა და ქალაქ კერვილის მერის, დალტონ რაისზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლეიტის თქმით, ტეხასის შტატის კერის ოლქში ძლიერი წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 43 ადამიანი დაიღუპა.
ლეიტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის 28 ზრდასრული და 15 ბავშვია. შერიფმა დასძინა, რომ ხუთი ბავშვის და 12 ზრდასრული ადამიანის ვინაობა ჯერ არ არის დადგენილი.
რაისმა აღნიშნა, რომ Camp Mystic -ის გოგონათა ბანაკიდან 27 ბავშვი კვლავ დაკარგულად არის მიჩნეული.
„ვიცოდით, რომ დღეს ასეთი დღე იქნებოდა, ამიტომ ჩვენი რიცხვები მუდმივად იცვლება. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იდენტიფიკაციაზე,“ - განაცხადა რაისმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტეხასის შტატის ჰილ-ქაუნთრის რეგიონში რამდენიმე საათში ერთი თვის ნორმის ძლიერი წვიმა მოვიდა.