შაბათს, თურქეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა განაცხადეს ქვეყნის სამხრეთით მდებარე სამი მსხვილი ქალაქის მერის დაკავების შესახებ, რომლებიც ოპოზიციური პარტიების წევრები არიან. იუწყება Associated Press
ორგანიზებული დანაშაულის, მექრთამეობისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით ათი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ადიამანის მერი აბდურაჰმან თუთდერე და ადანას მერი ზეიდან კარალარი.
ასევე, შაბათს ანტალიის მერი მუჰიტინ ბოჩეკი და კიდევ ორი პირი დააკავეს და ქრთამის აღებაში დაადანაშაულეს. თურქ პროკურორებს საქმის დეტალები არ გაუსაჯაროვებიათ.
სამივე მერი თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის - რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) წევრია.
შეგახსენებთ, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის 22-წლიანი მმართველობის მთავარ კონკურენტად ითვლება, ოთხი თვის წინ კორუფციის ბრალდებების გამო დააპატიმრეს.