იტალიის ქალაქ რომში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 29 ადამიანი დაშავდა, მათ შორის დაშავდნენ პოლიციელები და მეხანძრეები. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ აფეთქებები ადგილობრივი დროით 8:18 და 8:21 საათზე მოხდა. უსაფრთხოების ძალების ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა გაიზრდება.
მედიის ცნობით, მეტროსადგური Teano დაკეტილია. მეზობელი შენობები დაინგრა. ახლოს მდებარე ცენტრიდან ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მერი რობერტო გუალტიერი და მრჩეველი პინო ბატალია მივიდნენ.
გარდა ამისა, სიტუაციას იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი აკონტროლებს.
„ყურადღებით ვაკვირდები რომის, პრენესტინოს რაიონში, ბენზინგასამართ სადგურზე დღეს დილით მომხდარი აფეთქების შედეგებს.
„მე ვესაუბრე რომის მერს, რობერტო გუალტიერის და მუდმივ კონტაქტზე ვარ მინისტრის მოადგილესთან, ალფრედო მანტოვანოსთან“, - დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ზე.