The Guardian-ი ელისის სასახლის წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი 3 ივლისის გვიან საღამოს შედგა. საუბრის ერთ-ერთი თემა უკრაინა იყო.
ელისეს სასახლის წყაროს ცნობით, მათ განიხილეს ირანის, უკრაინისა და ევროკავშირსა და აშშ-ს შორის მიმდინარე ტარიფებთან დაკავშირებული მოლაპარაკებები.
მაკრონი ხუთშაბათს ასევე ესაუბრა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანს, რათა განეხილათ ირანსა და ღაზაში არსებული ვითარება.