აშშ-ში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ რეპერი შონ კომბსი (Diddy) დამნაშავედ ცნეს ,ხოლოდ ერთ საქმეზე - პროსტიტუციის მიზნით ტრანსპორტირებაში, დანარჩენ საქმეებზე კი გაამართლეს.
რეპერს ხუთ ეპიზოდში ჰქონდა ბრალი წარდგენილი,
ოთხშაბათს, ნაფიცმა მსაჯულებმა იგი სექს-ტრეფიკინგის ორ ბრალდებაში და კრიმინალური ორგანიზაციის ორგანიზების ერთ ბრალდებაში გაამართლეს.
აღნიშნულია, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ Diddy დამნაშავედ ცნო ქალების პროსტიტუციის მიზნით ტრანსპორტირების ორ ბრალდებაში.
ამერიკელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი, რეპერი, პროდიუსერი შონ კომბსი, ცნობილი როგორც Diddy, ტრეფიკინგსა და პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობის ბრალდებით გასული წლის სექტემბერში დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, კომბსი ბრალდებულია რამდენიმედღიანი დახურული ღონისძიებების დროს დიდი ოდენობის ნარკოტიკის მოხმარებასა და ამ ღონისძიებებზე სექსტრეფიკინგში. გავრცელებული ინფორმაციით, ამ წვეულებებს ჰოლივუდის ცნობილი წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
კომბსი, რომელმაც მუსიკალური კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო, 2017 წელს ჟურნალ Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების სიაში ლიდერობდა.
2022 წელს ჟურნალმა მისი ქონება 1 მილიარდ დოლარად შეაფასა, რითაც ის Jay-Z-ის შემდეგ მეორე უმდიდრესი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი გახდა.