ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშქიანმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც გასულ კვირას პარლამენტმა მიიღო და რომელიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლის შეჩერებას ითვალისწინებს. იუწყება Reuters
მედიის ცნობით, ირანის პრეზიდენტმა ოფიციალური წერილით აცნობა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის შეჩერებასთან დაკავშირებით პარლამენტის კანონის აღსრულების შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ეროვნული უშიშროების უმაღლეს საბჭოს.
კანონის მიხედვით, მომავალში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ ირანის ბირთვული ობიექტების ნებისმიერი შემოწმებისთვის საჭირო იქნება თეირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს თანხმობა.
ატომური ენერგიის სააგენტო განცხადებაში აღნიშნავს, რომ სააგენტო ირანისგან დამატებით ოფიციალურ ინფორმაციას ელოდება.