რუსეთი შეშფოთებულია, რომ ბაქოში მყოფ რუს დიპლომატებს ორ საათზე მეტია არ შეუძლიათ რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტებთან დაკავშირება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ორ საათზე მეტია, ბაქოში მყოფ რუს დიპლომატებს არ შეუძლიათ დაუკავშირდნენ რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტებს“, - აღნიშნა ზახაროვამ.
ზახაროვამ აღნიშნა, რომ რუსეთის საელჩოს საკონსულო დეპარტამენტის თანამშრომლებს რუს ჟურნალისტებთან შეხვედრის უფლება არ აქვთ. „ისინი არ იძლევიან ინფორმაციას ასეთი ქმედებების მიზეზების შესახებ. ჩვენ ვნერვიულობთ ჩვენს ჟურნალისტებზე“, - დასძინა მან.
მისივე თქმით, რუსეთის საელჩომ აცნობა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს და აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. „პასუხი არ არის“, - თქვა მან.
მანამდე აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ბაქოში, რუსული საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკის“ ოფისში პოლიციამ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი დააკავა.