სომეხ ხალხს ნაკლებად მოუტანს სარგებელს, თუ ამ ქვეყნის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, ზურგი აქციოს ევრაზიელ მეზობლებს და მოკავშირეებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ყირგიზეთში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმთა მინისტერიალზე განაცხადა.
„ჩვენ არანაირ ზეწოლას არ ვახდენთ სომხეთის მმართველ წრეებზე, დაველოდებით ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით სიცხადის შეტანას, მაგრამ ყველას გვესმის, რომ თუ სომხეთი ზურგს შეაქცევს თავის მოკავშირეებს, უახლოეს პარტნიორებს, მეზობლებს, ეს სომეხ ხალხს ნაკლებად მოუტანს სარგებელს“, - განაცხადა ლავროვმა.