ყველა ხედავს, რომ „დიფ სთეითი“ ევროკავშირის დაფინანსებას იყენებს საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად - კარგი ისაა, რომ არავითარი პერსპექტივა ამ პროცესებს, ბუნებრივია, არ აქვს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის შეფასებით, სამწუხარო რეალობას ქმნის ის, რომ ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ 2000-კაციან აქციას აწყობენ და ხელისუფლების დამხობას ითხოვენ.
„ყველა ხედავს, რომ „დიფ სეთეითი“ ევროკავშირის დაფინანსებას იყენებს საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად. კარგი ისაა, რომ არავითარი პერსპექტივა ამ პროცესებს, ბუნებრივია, არ აქვს. თავისთავად ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ აწყობენ 2000-კაციან აქციას, ითხოვენ ხელისუფლების დამხობას და ა.შ., ეს ძალიან სამწუხარო რეალობას ქმნის. რა თქმა უნდა, ასეთი ქმედებები, ასეთი ფაქტები, ძალიან მძიმედ აისახება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის, არამედ მთლიანად ევროკავშირის იმიჯზე ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, არავის უკვირს, რომ 80 %-დან შემცირებულია ნდობა ევროკავშირის მიმართ - დაახლოებით, 50%, ცოტა მეტია დღეს ნდობა. რატომ? იმიტომ, რომ ევროპული ბიუროკრატია, რომელიც „დიფ სთეითის“ მხრიდან იმართება, აბსოლუტურად ანადგურებს ქართული საზოგადოების თვალში ნდობას ევროპული სტრუქტურების მიმართ“, - აღნიშნა კობახიძემ.