28 ივნისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დანაყოფებმა, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან ერთად, აგრესორი ქვეყნის, რუსეთის, ბრიანსკის ოლქში საბრძოლო მასალის საწყობებს შეუტიეს. ამის შესახებ Telegram-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.
კერძოდ, დარტყმა მიაყენეს 1060-ე ლოჯისტიკური ცენტრის საწყობებს.
„სამიზნეზე დარტყმა დადასტურდა, ადგილზე ხანძარია. შედეგები დაზუსტდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
გენერალურმა შტაბში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გაგრძელდება რუსი ოკუპანტების სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შესუსტება და შეეცდებიან აიძულონ რუსეთის ფედერაცია, შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.