უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პოლონეთის პრეზიდენტს ჯილდო უკრაინულ-პოლონური საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის გადაეცა.
ანჯეი დუდა დღეს ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფება, პრეზიდენტის რანგში ეს მისი ბოლო ვიზიტია.
„ეს მოგზაურობა ჩემთვის გამოსამშვიდობებელია და ჩემს ცხოვრებასა და საპრეზიდენტო სამსახურში მნიშვნელოვან პერიოდს ამთავრებს. უკრაინის პრეზიდენტს მის ბრძოლაში ყოველთვის ვუჭერდი მხარს“, – განაცხადა კიევში მყოფმა ანჯეი დუდამ.