პოლონეთის მოქმედი პრეზიდენტი ანჯეი დუდა 28 ივნისს, უკრაინის კონსტიტუციის დღეს კიევში ჩავიდა.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრoი სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა.
„მოხარული ვიყავი, რომ დღეს დილით კიევის ცენტრალურ რკინიგზის სადგურზე უკრაინის ნამდვილ მეგობარს, ანჯეი დუდას მივესალმე.
„პრეზიდენტი დუდა უკრაინის გვერდით იდგა რუსული სრულმასშტაბიანი აგრესიის ყველაზე რთულ პერიოდში“, - აღნიშნა დიპლომატმა.
სიბიჰამ უკრაინელების მხრიდან მადლობა გადაუხადა პოლონელებს, რომლებმაც უკრაინელი ხალხის მიმართ ნამდვილი სოლიდარობა გამოავლინეს.
„ჩვენი სტუმარი ჩვენთან ერთად აღნიშნავს უკრაინის კონსტიტუციის დღეს და შეხვდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის“, - ხაზი გაუსვა მინისტრმა.
ცნობილია, რომ ეს დუდას კიევში პოლონეთის პრეზიდენტის რანგში ბოლო ვიზიტია. აგვისტოში ის აღარ იქნება სახელმწიფოს მეთაური; მას კაროლ ნავროცკი შეცვლის, რომელმაც წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.