თელავში პოლიციელის მიერ დაჭრილი 65 წლის კაცი გარდაიცვალა. ის თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით ლევან შამრელაშვილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ორი დღის განმავლობაში იყო მოთავსებული.
შემთხვევა სოფელ რუისპირში 25 ივნისს ღამით ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. თვითმხილველების თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ბიძინა გავარდაშვილი სუფრიდან ადგა, გარეთ გავიდა და უმისამართოდ დაიწყო სროლა.
პოლიციელის იარაღიდან გასროლილი კაცს თავში მოხვდა. "როგორც პირველებს" რუსიპირში გუშინ უთხრეს, მძიმედ დაჭრილი მამაკაცი ბრალდებულმა მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით მას ხელბორკილები სახლში დაადეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლითაა დაწყებული.