მედიის ცნობით, უკრაინის ძალებმა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში კვლავ ჩართეს თურქული Bayraktar TB2 -ის ტიპის დრონები.
რამდენიმე დღის წინ, უკრაინის საზღვაო ძალების მეთაურმა, ოლექსი ნეიჟპაპამ, გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ანადგურებს Bayraktar TB2 რუსულ სამხედრო კატერს ხერსონის ოლქის მდინარის ზონაში.
ბოლო თვეების განმავლობაში ეს დრონის გამოყენების პირველი დოკუმენტირებული მტკიცებულებაა.
Bayraktar TB2-ის მოიერიშე დრონმა ფართო პოპულარობა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში მოიპოვა.
იმ დროს, აღნიშნული თურქული დრონები ეფექტურად ანადგურებდნენ რუსულ ტანკებსა და არტილერიას. თუმცა, რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და ელექტრონული საბრძოლო სისტემების მოდერნიზაციის შემდეგ, დრონმა დაკარგა ეფექტურობა.
როგორც მედია აღნიშნავს, Bayraktar -ის გამოყენება ახლა შესაძლოა სამხრეთ უკრაინაში რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუცველობის არსებობაზე მიუთითებდეს, რამაც უკრაინული დრონების ექსპლუატაციის ახალი შესაძლებლობები გააჩინა.