აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე თავდასხმების შედეგების შესახებ დაზვერვის წინასწარი მონაცემების გასაჯაროებაში დემოკრატები დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მათ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.
„დემოკრატები არიან ისინი, რომელთა მეშვეობითაც გაჟონა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იდეალური საჰაერო თავდასხმის შესახებ ინფორმაციამ. ისინი უნდა დაისაჯონ“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი Truth Social-ზე.
ტრამპს არ დაუკონკრეტებია, დემოკრატიული პარტიის რომელ წევრებს გულისხმობდა.
ცნობისათვის, CNN-მა აშშ-ის დაზვერვის პირველად მონაცემებზე ინფორმირებულ ოთხ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე აშშ-ს მიერ მიტანილ სამხედრო იერიშებს ირანის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები არ გაუნადგურებია და ამან, სავარაუდოდ, პროგრამის მხოლოდ რამდენიმე თვით შეფერხება გამოიწვია.