ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
სახლში 17 წლის მოზარდი იმყოფებოდა, რომელიც სახის მიდამოში მიღებული დამწვრობით თელავის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ეკიპაჟები, თუმცა სახლი მთლიანად დაიწვა.
ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად ელექტროგაყვანილობას ასახელებენ. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.