აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის დაპირებას, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს დაასრულებდა, „სარკაზმი“ უწოდა და აღიარა, რომ „ეს უფრო რთულია, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია“. ამის შეასხებ გამოცემა Clash Report წერს.
მას არ დაუკონკრეტებია, გააგრძელებს თუ არა შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას და თქვა, რომ ამ საკითხს განიხილავს.
„რაც შეეხება ფინანსებს, ვნახოთ, როგორ წავა საქმე. იცით, პუტინმა ეს ომი უნდა დაასრულოს, ხალხი იღუპება“, - განაცხადა ტრამპმა ნატო-ს სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე.
BBC-ის ჟურნალისტმა მას ჰკითხა, მზად იყო თუ არა აშშ უკრაინისთვის Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიყიდვისთვის.
„მისმინეთ, მათ ნამდვილად სურთ შეიძინონ ეს, როგორც თავად უწოდებენ, Patriot.-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემები. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა სათადარიგოების პოვნას. იცით, მათი შოვნა ძალიან რთულია. ჩვენც გვჭირდება. ჩვენ მათ ისრაელს ვაწვდით. და ისინი წარმოუდგენლად ეფექტურია. და დიახ, უკრაინას ისინი ყველაზე მეტად სურს. ეს ძალიან კარგი კითხვაა. მინდა, რომ ჩვენ შევძლოთ მათთვის მიწოდება“, - თქვა ტრამპმა.
როგორც BBC წერს, პრესკონფერენციაზე დამსწრე ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ტრამპის პასუხის ტონის მიხედვით, ის ასეთ შესაძლებლობას არ გამორიცხავს.