ჰააგაში დასრულდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის.
ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრა ნატო-ს სამიტის ფარგლებში 45 წუთს გაგრძელდა. მედიის ცნობით, დაგეგმილი პრესკონფერენცია არ შედგა.
როგორც მედია აღნიშნავს, ამერიკელ და უკრაინელ ლიდერებს შორის შეხვედრა გათვალისწინებულზე გაცილებით დიდხანს გაგრძელდა.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში შეხვედრას „ხანგრძლივი და შინაარსიანი“ უწოდა.
„პრეზიდენტ ტრამპთან ხანგრძლივი და შინაარსიანი შეხვედრა მქონდა. განვიხილეთ ყველა ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი საკითხი. მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტსა და აშშ-ს. ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და რეალურ მშვიდობას, როგორ დავიცვათ ჩვენი ხალხი. ვაფასებთ ყურადღებას და მშვიდობის დამყარების ხელშეწყობისთვის მზადყოფნას. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - წერს ზელენსკი.