ნატო-ს წევრები ჰააგის სამიტზე თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-მდე გაზრდაზე შეთანხმდნენ. ალიანსის 32 წევრის შეთანხმდა, რომ თავდაცვის ხარჯების გაზრდა 2035 წლამდე უნდა მოხდეს. იუწყება Reuters
ამის შესახებ ნათქვამია ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში, რომელიც ნატო-ს ჰააგის სამიტზე მიიღეს.
„მოკავშირეები 2035 წლისთვის ყოველწლიურად თავდაცვის ძირითად საჭიროებებზე მშპ-ს 5%-ს ჩადებენ, ასევე თავდაცვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საჭიროებებზე“, - ნათქვამია სამიტის დეკლარაციაში.
ამასთან, ერთობლივ დეკლარაციაში ნატო-ს სახელმწიფოები ადასტურებენ მეხუთე მუხლისადმი ერთგულებას.
„ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ ერთგულებას კოლექტიური თავდაცვის მიმართ, როგორც ეს ჩაწერილია ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე მუხლში, რომ ერთზე თავდასხმა არის ყველაზე თავდასხმა. ჩვენ ვრჩებით ერთიანი და ურყევი ჩვენს მზადყოფნაში, დავიცვათ ჩვენი ერთი მილიარდი მოქალაქე, დავიცვათ ალიანსი და დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დემოკრატია“, – ნათქვამია ერთობლივ დეკლარაციაში.