ნატო-ს სამიტზე არ მიიწვიეს საქართველო, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს იზოლაცია გრძელდება და ეს არის კატასტროფული ეგზისტენციალური საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისთვის, - ამის შესახებ განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა.
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, რეჟიმის პირობებში კიდევ უფრო მზარდი და უპრეცედენტო ხდება ყველა მიმართულებით საქართველოს დასავლური იზოლაცია.
“პირველ რიგში მინდა დავიწყო იმ სიახლით, რომელიც უკავშირდება ჩვენი დასავლური ინტეგრაციის კიდევ უფრო კატასტროფული ფორმებში, რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ ნატო-ს სამიტზე არ მიიწვიეს საქართველო, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს იზოლაცია გრძელდება და ეს არის კატასტროფული ეგზისტენციალური საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური განვითარებისთვის. ივანიშვილის რეჟიმის პირობებში კიდევ უფრო მზარდი და უპრეცედენტო ხდება ყველა მიმართულებით საქართველოს დასავლური იზოლაცია.” - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა