საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ დნიპროზე მასშტაბური თავდასხმა და ბოლო კვირების განმავლობაში ქალაქებზე განხორციელებული სხვა დარტყმები, რომლებმაც უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა.
„მტკიცედ ვგმობ რუსეთის მიერ დნიპროზე განხორციელებულ მასირებულ ვ იერიშს და ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებს“, - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი Х-ზე.
მაკრონმა აღნიშნა, რომ უკრაინისგან განსხვავებით, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიიღო, რუსეთი კვლავ უარყოფს მშვიდობას.
„ის ბომბავს, კლავს, არღვევს საერთაშორისო სამართალს და არასდროს იღებს პასუხისმგებლობას თავის ქმედებებზე. რუსეთს არ შეუძლია დაუსჯელად გააგრძელოს მკვლელობა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან ზეწოლას უკრაინაში მყარი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, - წერს მაკრონი.