პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის. ამიტომ, სამშვიდობო ძალისხმევა ამ ენაზე საუბარსაც გულისხმობს, - ამმის შესახებ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი X-ზე წერს.
„უკრაინისთვის ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად ყველა მხარის ნებაა საჭირო. რუსეთმა თავდასხმების ახალი ტალღით ნათლად აჩვენა, რომ მას ეს ნება არ გააჩნია.
პუტინს მხოლოდ ძალის ენა ესმის. ამიტომ, სამშვიდობო ძალისხმევა ამ ენაზე საუბარსაც გულისხმობს“, - წერს მერცი.