ვგმობ ჩემი მეგობარი გიორგი ვაშაძის დაპატიმრებას, გაერთიანებულმა სამეფომ ახლავე უნდა დაასანქციროს ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა, - ასე ეხმაურება გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი გიორგი ვაშაძისთვის პატიმრობის შეფარდების განაჩენს.
„როგორც გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი, ვგმობ ჩემი მეგობარი გიორგი ვაშაძის დაპატიმრებას. მას შემდეგ კვირას უნდა შევხვედროდი. საგარეო საქმეთა მინისტრს [დევიდ ლემის] მივწერ და დაუყოვნებლივ რეაგირების მოვითხოვ. საქართველოში ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს - გაერთიანებულმა სამეფომ ახლავე უნდა დაასანქციროს ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა,“ - წერს მაკკლირი.