რუსეთი რისკებს ხედავს ნატო-ს მიერ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და არქტიკაში პოზიციების გამყარების მცდელობებში. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„შეუძლებელია არ დაინახო რისკები იმ ფაქტში, რომ ნატო სცილდება თავისი ტრადიციული პასუხისმგებლობის ზონას და ცდილობს დამკვიდრდეს ახლო აღმოსავლეთში, კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და არქტიკაში“, - განაცხადა მან.
მან დასძინა, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში დღეს ღიად საუბრობენ ერთიანი ანტიჩინური ფრონტის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე.